აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს.
"არ მინდა ამ დისკუსიებზე დეტალური საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სანქციების გამკაცრება ან მკაცრი ზომების შემოღება ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მათ თავიდან არიდებას ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება", - ამბობს მილერი.
გუშინ, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.