მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. - საქართველოს პარლამენტის სასახლეში მისი ინაუგურაციის ცერემონია იმართება.

პარალელურად, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა თავს კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის და ხალხის გვერდით რჩება.

ინაუგურაციის ცერემონიას ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხმოსმები, ვინც ის აირჩია, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან.

რამდენიმე საათით ადრე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით.