თბილისში ვიზიტით მყოფი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელ X-ზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
"საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში"- წერს ის.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზეც მივიდნენ და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.