არ ისვენებენ [ოპოზიცია], ამდენი წელია ქვეყანას არ ასვენებენ, შეიძლება? მარხვას მარხვად არ გვატარებინებენ, რუსია ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან და იმავეს აკეთებენ, რა ვიცი, რომ რუსების აგენტები არ არიან? ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები მაგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამოდიან, რა. იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდე წინ არ მიშვებს. ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო და ის წყენები დაივიწყონ, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია და ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდ ურთიერთობებში ყოფნა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, მიგიღონ იმაში რა, ევროკავშირში, პოლარიზება ხომ დამთავრდება, არჩევნებიც წესიერად ჩატარდება და ყველაფერი წესიერად იქნება.
განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.