მეუფე იაკობი სააკაშვილზე: ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში ან ქვეყანაში რაში სჭირდება მაგ კაცი

საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, როგორია წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს და დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის.

[სტილი დაცულია]

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.