მეუფე იაკობი რუსულ კანონზე: ვაი ვიში შექმნეს... ადრე თუ გვიან მოგვიწევს მიღება

მოვუსმინე ჩვენს პოლიტიკოსებს - უცხოეთში რომ იღებენ, ისინი თავიანთი მტრების წინააღმდეგ იღებენო, სახელმწიფოების წინააღმდეგ, ჩვენთან რომ იღებენო სასამართლო არ გვაქვსო წესიერიო და ამიტომო ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ იღებენო. ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, თავი გაიშიფრეს, რომ ე.ი. ისეთ რამეს არ აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ესე - მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, სია თუ ვინ ფინანსდება... ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ რომ შეხვალ ის კანონი გამზადებული დაგვხვდება იქ

განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს.