მეცოლა უკრაინასა და მოლდოვაზე: ეს დღე ისტორიაში შევა, ჩვენი საერთო მომავალი ახლა იწყება

მეცოლა უკრაინასა და მოლდოვაზე: ეს დღე ისტორიაში შევა, ჩვენი საერთო მომავალი ახლა იწყება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინასთან და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ეხმაურება და დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს.

"2024 წლის 25 ივნისი ისტორიაში შევა. დღეს ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვიწყებთ.

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გვაძლიერებს, გვაკავშირებს, როგორც ერთ ოჯახს.

ჩვენი საერთო მომავალი ახლა იწყება", - წერს მეცოლა X-ზე.

***

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.

გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკებაა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები განიხილება და თანხმდება.

კონფერენციაზე ევროპული მხარე მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.