
საღამო ნიუ-იორკში, რომელზეც მეორე დღეს ყველა ლაპარაკობს. მეტროპოლიტენ მუზეუმმა მოდის ყველაზე ექსტრავაგანტულ ჩვენებას - მეტ-გალას უმასპინძლა. წლევანდელი შოუს თემად ორგანიზატორებმა კარლ ლაგერფილდის შემოქმედება შეარჩიეს და მისი ხსოვნის პატივსაცემად მიწვეულ სტუმრებს მოუწოდეს, საღამოსთვის დიზაინერის საყვარელი ფერის სამოსი შეერჩიათ.