მერცი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზად არის, მას სამშაბათს მივიღებთ

მერცი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზად არის, მას სამშაბათს მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ.

"ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, უდიდესი დათმობაა. პუტინი იქ არ გამოჩენილა - მან თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზად არის, მას სამშაბათს მივიღებთ", - წერს მერცი.

14 მაისს გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მეტად მკაცრ სანქციებს დააწესებს, თუ მოსკოვი მიმდინარე კვირაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბულში დღეს, 16 მაისს დაიწყება.