მერია: შობის ღამეს თბილისის მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს

მერია: შობის ღამეს თბილისის მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. კერძოდ, მერიის თანახმად, მეტრო 7 იანვრის 00:00 საათის ნაცვლად, 03:00 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.