
გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიას შეუძლიათ, საკვანძო როლი შეასრულონ ხიდების შენებაში, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტრამერთან ლონდონში თავდაცვის სამიტამდე შეხვედრისას განაცხადა.
იტალიის ლიდერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული დასავლეთის გაყოფის რისკი. მან ასევე განაცხადა, რომ სურს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა იხილოს.