მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებაა - ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებაა - ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება იყო. ამის შესახებ უკრაინული და რუსული გამოცემები წერენ.

ინფორმაცია დაადასტურა მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ აცხადებს, რომ ინფორმაციას მომხდარის შესახებ საკუთარი წყაროებიდან იღებს. ფედოროვის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში, ასევე, მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია, წყალი და კავშირი გაწყდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA წერს, რომ მელიტოპოლი აფეთქების შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

აფეთქების მიზეზები უცნობია.