მელიქიშვილის გამზირზე ავარია მოხდა - ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

მელიქიშვილის გამზირზე ავარია მოხდა - ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

მელიქიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი და ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გაჩენილი ხანძარი ჩამქვრალია. მომხდარის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.