რა ფასს გადაიხდის ოლიგარქი და მისი გუნდი რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ. ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ყველაზე ადრე სანქციები ამერიკიდანაა მოსალოდნელი. ვაშინგტონში თქვეს, რომ სანქციებთან ერთად იქნება აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვ ამერიკის მსგავს რეაგირებას ითხოვენ ევროპარლამენტარები ევროკომისიისგანაც. არ დარჩენილა ევროპული სტრუქტურა, რომელმაც ოლიგარქის მიერ არჩეული ღიად რუსული კურსი არ დაგმო. სანქციებია მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნებისგან. თავად გაერთიანება კი მათ შორის უმაღლეს დონეზე განიხილავს ვიზალიბერალიზაციის გადახედვას.