მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მიემართებიან.

ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები აქციას მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ.

გუშინ, ტვ პირველის რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

საპროტესტო აქციების განმავლობაში, სპეცრაზმელებისა თუ ე.წ. ტიტუშკების მხრიდან თავდასხმამ არაერთი ჟურნალისტის ფიზიკურად დაზიანება გამოიწვია.