მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაისში გერმანიას ეწვევა.
მედია იუწყება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტი იქნება გერმანიაში.
გამოცემა Bild-ის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი მაისში გერმანიის ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ, შესაძლებელია, დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს.
Bild-ის ცნობით, ცერემონიას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც დაესწრება. გამოცემის თქმით, პრიზი ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს მათი გმირობისთვის უნდა გადაეცეს.
დაჯილდოების ცერემონია 18 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა იაპონიაში დაგეგმილი G7-ის სამიტის გამო, თარიღი 13-14 მაისს გადაიწია.