მედიაომბუდსმენი: აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.
- სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ოპერატორს ნიკო კოკაიას.
- სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა პუბლიკა Publika ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს.
- სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს.
- სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა აი, ფაქტი • ifact.ge ჟურნალისტი რობი ზარიძე.
- თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბები ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.
მედიაომბუდსმენი წერს, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და უწყებას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.