მედია: მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

მედია: მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი პირი ჩავარდა, ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, მეორე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემის თანახმად, ორივე პირი კომპანია China Group-ის თანამშრომელია.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.