ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, მდინარე კინტრიშიდან მე-7 თვეა ინერტული მასალა ამოაქვთ. პრემიერის ხელმოწერით, ამის უფლება ექსკლუზიურად მიიღო კომპანიამ, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის ოჯახის ბიზნესია. სასარგებლო წიაღისეული მდინარიდან - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიციელის ძმას ამოაქვს და ყიდის. შაბათის ფორმულამ გადაიღო ის ინტენსიური სამუშაოები, რომელიც მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს. ოფიციალურად ამბობენ, რომ ეს კინტრიშის გასწორხაზოვნებისთვის ხდება - თუმცა ამ ვერსიის სოფელში არ სჯერათ.