მდინარე ძუსაში ტრაგიკულ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

მდინარე ძუსაში ტრაგიკულ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გადარჩენილი ერთი მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან სახლში უკვე გაწერეს.

უბედური შემთხვევა სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობის დროს მოხდა. ერთ-ერთ მოქალაქეს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც შემდგომ ადგილზე მაშველები გამოიძახა.

ერთი მოქალაქის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 4 ადამიანი კი დაიღუპა.