მდინარე ძუსაში, მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

მდინარე ძუსაში, მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.

უბედური შემთხვევა სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობის დროს მოხდა. ერთ-ერთ მოქალაქეს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც შემდგომ ადგილზე მაშველები გამოიძახა. ერთი მოქალაქის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი კი დაიღუპა.

დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.