გაფართოებული სხდომა იყო, ხვალინდელი მოსამზადებელი სხდომა, პრაქტიკულად. იმიტომ, რომ ჩვენ სხვა საკითხებზე და რამე კანონებზე და დეტალებზე არ გვისაუბრია. ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო, სახალხო შეკრება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია.
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. ქართული ოცნება 29 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას მართავს. პარტია ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" დაიგეგმა.