რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს იცით. ამიტომ უბრალოდ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ტაში უნდა ამას კი, მართალია, დიდი მადლობა... კომისიაშიც შემდეგ უამრავი ბერკეტი გვაქვს, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით და თქვენს დავალებებს არ გაგატანინებთ. აი, ეგ არის ამბავი.
განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში.
ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.