მდინარაძე მადუროს მილოცვაზე: არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა

ძალიან კარგია, თუ მან, ადამიანმა, რომელმაც "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი აღიარა, დაინახა ცოტა მაინც რეალობა, რომ აქ არაფერი მომხდარა, ხვალ იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილა და ძალიან მაგარია. არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა, ჩემი აზრით.

თუ მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პრობლემები არ აქვს ამ ქვეყანას, ხვალ დიდი შანსია, რომ აღიარება უკან წაიღოს. ის ძალიან ცუდი საქციელი, რომელიც ჩაიდინა ნებისმიერმა იმ ქვეყანამ, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. ამაზე მაგარი ბევრი რამ არ შეიძლება იყოს.

განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს.