ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს მანიფესტაციების შესახებ, რომელზეც დღეს გვქონდა საუბარი, შეგვიძლია ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, ის არის თანამზრახველი იმ გეგმისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა და რომლის დიდი ნაწილი დადასტურდა დღეს გამოქვეყნებული მასალით.
ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
ოცნება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.