ივანიშვილი იგებს პროცესებს [სინგაპურის სასამართლოში], მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თანხებს ურიცხავენ. მასზე დე ფაქტო სანქციები კვლავ დაწესებულია. რა უნდა უნდოდეთ ამ ადამიანისგან, რაც ყველასთვის ნათელია? მისგან შანტაჟის გზით ითხოვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ ქვეყნის ომში ჩართვას - რაც არ გამოვა. იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო და განვითარება, თავისი თავი და ოჯახი გაწირა თავის დროზე, გადაჭარბების გარეშე, ისეთ მონსტრს შეეჯახა - იმ შემთხვევაში, სახელმწიფო არ ერქვა მაშინ, წარმოუდგენელია სხვანაირად ფიქრობდეს და სხვანაირად მოქმედებდეს. რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, შანტაჟის რა ობიექტზეც არ უნდა იყოს საუბარი, წარმოუდგენელია ამ ადამიანისგან რომ წარბი შეიხაროს მათი შანტაჟიდან გამომდინარე...
შანტაჟი არის უშედეგო და ასეც იქნება. ჩვენ ამ ქმედებებით, რასაც გლობალური ომის პარტია ახორციელებს უფრო მეტი მტკიცებულება გვიჩნდება, რამდენად უსამართლოდ შეიძლება მოექცნენ ადამიანს - თავის პირად ანგარიშებზე წვდომა რომ არ აქვს... იმხელა ინტერესია და იმხელა ძალები არის ამაში ჩართული, რომლებიც უზრუნველყოფენ რომ მილიარდებზე არ ჰქონდეს ამ აქტივების და თანხების მფლობელს წვდომა.
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.