მდინარაძე გახარიას სამხარაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებს და "უმძიმეს მუხლზე" მიუთითებს

მდინარაძე გახარიას სამხარაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებს და "უმძიმეს მუხლზე" მიუთითებს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას დიმიტრი სამხარაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის "უმძიმეს მუხლზე" მიუთითებს.

მდინარაძის მტკიცებით, გიორგი გახარია თავად დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს და "ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას ედო თუ არა პოლიტიკური სარჩული".

"ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. [...] რანაირად ეს ამბავი? ანუ ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე? რანაირი მსჯელობაა? ვის მოსდის ეს აზრად?

გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას? რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, მხოლოდ. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან და ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო, თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, 325-ე თუ არ ვცდები და 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს.

საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, ბუნებრივია, ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა სჭირდება და მერე თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა, ადვილია. შენ რომ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. რავი, ახლა, თავს ხომ არ გაალახინებ. ვიღაცა თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა, ხომ", - თქვა მდინარაძემ.

***

15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.

ზვიად ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.