მდინარაძე: დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, საბოლოო ჯამში, ყველგან მივდივართ

ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება და შველა სჭირდება, მაქსიმალური კეთდება და რაღაც მომენტები არის, უკაცრავად ყველასთან ამ შეფერხებისთვის, როცა საათები სჭირდებათ მაშველებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ფიზიკურად გაკვალონ და ისე გამოიყვანონ სტიქიის ზონიდან ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოების წარმომადგენლები. მაგრამ ამის გარდა, თუკი სადმე შესაძლებელია, მძიმე ტექნიკით, ცოცხალი ძალით მისვლა, ყველგან მივდივართ და პრაქტიკულად, შეუძლებელიც არაფერია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორია.

დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ, საბოლოო ჯამში, ამიტომ, ძალით პანიკის დათესვა, ძალით რაღაცების წერა და კითხვა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დაველოდოთ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში, რაც კი თეორიულის დონეზეც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ.

თქვა საქართველოში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.