მდინარაძე: არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი, 2 მილიარდი აქვთ გაჩერებული

არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ყველამ იცის უკვე, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე გამოყენებულია. ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია, ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტული ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქციები. ყველა მათგანის შემთხვევაში იყო რაღაც განმარტება... ბიძინა ივანიშვილი, დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ, უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.