ორი დღის განმავლობაში ცდილობენ დაალაგონ ყველაზე მარტივი და მდაბიო პიარკამპანია ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით, დეკორაციასთან დაკავშირებით. შარშან ასეთი დეკორაცია იყო იმიტომ, რომ შარშანდელი კამპანიის, 26 მაისთან დაკავშირებული კამპანიის სლოგანი იყო ევროპისკენ. წელს არის თავისუფლების თემატიკა, როცა მაგალითად ერთი კვირის წინ ევროპის დღეები გაიმართა თბილისში და ერთი ადამიანი არ მოგვეკარა იმ ხალხიდან ვინც ასე აღშფოთდა რაღაც დეკორაციის არარსებობაზე. პრემიერის გამოსვლა იყო, მივდიოდით, ხალხი დადიოდა, მოსახლეობა და ხელისუფლება ერთად იყო, აღნიშნავდა ევროპის დღეებს და ოპოზიციიდან, ამ რადიკალებიდან, მავნებლებიდან არავინ მოგვეკარა და ახლა რაღაც კამპანიებს ალაგებენ და რეგიონებში დავალებები ჩაშალეს, რომ მარტივი მანიპულაციებით გადაფარონ რამენაირად დამოუკიდებლობის დღე. ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, დამოუკიდებლობა, ეროვნულობა და დეკორაციაც შესაბამისი, ვერ წარმომიდგენია.
ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე.
გასულ წელთან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა.