მდინარაძე 5 ოპოზიციონერზე: მადლობა, რომ არ დაექვემდებარნენ საბოტაჟის, ბულინგის მცდელობას

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნა და გადააბიჯა საკუთარ თავს და არ დაექვემდებარა საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას და ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს, ვიღაც პირიქით, ორგანიზატორი იყო ამ ბულინგის და საბოტაჟის. ფაშისტური მეთოდები დღეს ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ თავზე დადგომით, ანუ თავისუფალი მანდატით, ესენი ამომრჩევლებს რას უზამენ, წარმოიდგინეთ. თავის კოლეგებს რას კადრულობენ, ადგებიან თავზე და პასუხს სთხოვენ.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.