სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატები, ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე ვარდება. გამოძიება ამჯერად ლატვიაში მიმდინარეობს. შაჰედი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო აღჭურვილი. რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება.-აცხადებენ კიევში. ოკუპანტების არმია კი უკრაინულ დასახლებებზე კვლავ მოიერიშე დრონებით და რაკეტებით კომბინირებულ შეტევებს განაგრძობს. თავდასხმის გამო კიევის, ხარკოვის და უკრაინის სხვა ოლქებში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.