მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - დაიღუპა 1 ადამიანი

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - დაიღუპა 1 ადამიანი

მანქანა, რომელიც თბილისში, მტკვარში გადავარდა, მაშველებმა ამოიყვანეს - ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.

ადგილზე მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.