მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში, ლიახვმა მოზარდი დინებამ გაიტაცა. მოზარდს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.