მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი 8 მოქალაქე გამოიყვანეს

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი 8 მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, მოსული უხვი ნალექის გამო, 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

"მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა", - ამბობენ საგანგებოში.