
ბოლო ინფორმაციით, მაროკოში მიწისძვრას 2 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 400-ს აჭარბებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით 8 სექტემბერს 23:00 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი. დანგრეულია ასობით შენობა, ბზარები გაუჩნდა მარაკეშის ისტორიულ კედელსაც.