მარნეულში სკოლის მოსწავლემ თანატოლი დაჭრა - შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს მძიმე დაზიანება არ ჰქონია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.