მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ორ ქვეითს, შემდეგ კი ლიბერთი ბანკის შენობას შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.