მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დანით დაჭრა. ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 44 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სამსახურში მიმავალ გზაზე გააჩერა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ის ცნობით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.