მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 4 ოქტომბერს, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომლების სახლს კალაშნიკოვის თოფიდან ესროდნენ. გამოცემა წერს, რომ სახლს 30-მდე ნატყვიარი აქვს.
სროლის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა შედეგად არავინ დაშავდა.
მომხდარის დეტალები უცნობია. ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს