მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ესროლეს, შემდეგ ხელყუმბარა შეაგდეს

მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ესროლეს, შემდეგ ხელყუმბარა შეაგდეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს.

ადგილობრივი მედია Aktual.ge წერს, რომ შემთხვევა 22 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, სროლისა და ხელყუმბარის შეგდების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, ჩაიმტვრა მინები.

უცნობია მომხდარის დეტალები.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.