მარნეულში დააკავეს მამა, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი იძულებით დააქორწინა.
ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge წერდა, რომ გოგო 3 დღის წინ ოჯახის წევრებმა იძულებით დანიშნეს, არასრულწოვანი კი 2 თებერვალს სახლიდან გაიქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გოგო ნაპოვნია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 150-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ქორწინების იძულებას გულისხმობს.