მარნეულში, არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულ 2 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულ 2 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებული 2 მოქალაქე, როვშან და ედიბარ ისკანდაროვები, თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ მედიასთან დაკავებულების ადვოკატმა ისაუბრა.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდიროვია.

"ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შესაბამისად, ჩვენ არცერთ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ვიშუამდგომლებთ, თუმცა, საბოლოოდ, ალტერნატივის სახით, გირაოს მაინც შევთავაზებთ [...]

ის კადრები, რაც ჩანს, გარკვეულწილად, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ამ საკითხს წინ კიდევ რაღაც საკითხები უძღვოდა", - თქვა მათმა ადვოკატმა. პროკურორის თქმით, საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს, რათა დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

"საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს, რაც მათი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ასაბუთებს, მათ შორის არის მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები" ,- განაცხადა პროკურორმა.

**

26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარა. რის შედეგადაც, ცესკო-მ ეს საარჩევნო უბანი დახურა და მისი შედეგები ბათილად სცნო.