მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ორივე მოზარდი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.