მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებიდან, რომელსაც რუსული სააგენტოები ციტირებენ, ირკვევა, რომ სერგეი ლავროვმა რუბიოსთან საუბარში კიდევ ერთხელ დაასახელა მოსკოვის წინა პოზიცია.

"ლავროვმა რუბიოს დაუდასტურა მოსკოვის მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების საიმედოდ აღმოსაფხვრელად", - ამბობს რუსეთის საგარეო.

ლავროვთან საუბრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუბიოს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებიათ.