ეს ის არის, რასაც ეძახიან ფაშიზმს. როცა განსხვავებული აზრი მიუღებელია, როცა სხვა ყველა ხმა, გარდა იმ ხმისა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ეს პერსონაჟი და სხვა პერსონაჟებიც კი არ განაპირობებენ, ამ ხმას განაპირობებს ერთი ხმა მხოლოდ - ბიძინა ივანიშვილის. თუ ეს მოლოდინი არის, რომ ქართული საზოგადოება, ქართული კულტურა, რომელიც არის მრავალხმოვანი და მრავალფეროვანი ალაპარაკდება ივანიშვილთან უნისონში, ეს პრინციპული გაუგებრობაა იმისა - რა ვართ და ვინ ვართ ქართველები. ჩვენ ვართ მრავალფეროვნების, მრავალხმოვანების ქვეყანა და არ ვართ ფაშისტური საქართველო, არც საქართველო სსრ არ ვართ ამასთან ერთად.
განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.
*პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიცური პარტიების გაუქმებით ისევ იმუქრება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ.