ეს არის დეკლარირება, იმის რომ მათთვის კონსტიტუციით 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროპაში და ნატოში ინტეგრაციის პროცესი კი არ არის მთავარი, არამედ რას იტყვის პუტინი და მედვედევი. სალომე ზურაბიშვილის ეს დასჯის, ჭკუის სასწავლებელი პროგრამა წამოწყებულია იმისთვის, რომ პუტინს კიდევ ერთხელ ანახონ, რომ ყველა პროდასავლური გამოვლინება საქართველოში იქნება ჩვენს მიერ დასჯილი. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკური პროცესის წამოწყება უნდა იცოდეს ყველა ხელმომწერმა, ვინც იმპიჩმენტის აღძვრას მოაწერს ხელს. ეს არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელის მოწერა, ეს ნიშნავს რომ ხელს აწერ პუტინის მიერ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დასჯას.
აცხადებს პაატა მანჯგალაძე ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.