
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ლელო - ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
მანდატურებმა თაზო დათუნაშვილი ძალის გამოყენებით იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზს ტოვებდა.
მანდატურის სამსახურმა ის გადაიყვანა ოთახში, რომელსაც გარედან აწერია - "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია".
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ იციან, სად ჰყავთ თაზო დათუნაშვილი.
"არ ვიცი, რა მოხდა, სასამართლო დარბაზში ვიყავი და როდესაც გავიგე, რომ ასეთი სიტუაცია იყო, გამოვედი. ახლა ვეძებ თაზო დათუნაშვილს, სად არის, არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა მინდა მივმართო სახალხო დამცველს, საერთოდ, თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, დაგვეხმარე ამ ადამიანის პოვნაში", - თქვა ლევან სამუშიამ ფორმულასთან.
საბა ბუაძე წერს, რომ თაზო დათუნაშვილი "სასამართლოს სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი".