მანდალა: გახშირდა ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ
ორგანიზაცია მანდალას ინფორმაციით, გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები.
მანდალა მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გარკვეულ რჩევებსაც იძლევა:
"უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ: ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, რის გამოც მარტივია შეცდომაში შესვლა და მისი გაუაზრებლად მიღება. ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ მაღალი რისკია გამოიწვიოს ზედოზირებით სიკვდილი!", - ამბობენ ორგანიზაციაში.
Რჩევები:
- ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი (იგივე ნარკანი), რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას თქვენი ან სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
- არ მოიხმაროთ არანაირი სუბსტანცია დატესტვის გარეშე, მიუხედავად წყაროს სანდოობისა;
- არ მიიღოთ სუბსტაცია მარტომ, იმ შემთხვევისთვის, თუ შეუძლოდ გახდით;
- არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება თუ ეჭვი გაქვთ ზედოზირებაზე
ოპიოიდებური ზედოზირების ნიშნები:
- შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება
- პულსის შესუსტება
- თვალის ძლიერ შევიწროებული გუგები
- ტუჩებისა და თითების გალურჯება
- კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე
- მოძრაობების შენელება
- ცნობიერების დაბინდვა
- არაბუნებრივად ღრმა ძილი
- უსიცოცხლოდ მოდუნებული კიდურები
- გულისრევა და ღებინება
- გონების დაკარგვა