ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, "ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა" რუსეთის სპეცსამსახურებსა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს შორის.
მისი თქმით, 1 წლის წინ რუსულ მხარეს სავარაუდოდ, 30-33 ქართველ მებრძოლზე ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს კი ეს რიცხვი 125-მდე გაიზარდა.
"არაერთხელ იყო ინფორმაცია გადაცემული ჩვენი წევრებზე, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გაჟონვა ხდება წლების მანძილზე, ეს არ არის ახალი გადაცემული. ერთი წლის წინ იყო, რომ სავარაუდოდ, 30-33 კაცზე საუბარი, ვისზეც ჰქონდათ ინფორმაცია გადაცემული, დღეს ეს სია გაიზარდა 125 კაცამდე. საკმაოდ ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ. რატომ ქართული ლეგიონი? იმიტომ, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ცდილობენ ყველანაირად გვებრძოლონ, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, ფსიქოლოგიური ბრძოლა, ახლა რასაც აკეთებენ ეს არის, ფაქტობრივად, ზეწოლა ოჯახის წევრებზე."- განაცხადა ფორმულასთან მამუკა მამულაშვილმა.
* * *
Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ 160 დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ფორმულას ინფორმაციით, ამ სიის უდიდეს ნაწილს ქართველი მებრძოლები შეადგენენ, მათ შორის უმეტესობა ქართული ლეგიონის წევრები არიან.
საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაქირავებულთა დაქირავებისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.